სირიის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთში სამოქალაქო ობიექტები და ნავთობის საცავები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu Agency ავრცელებს.
სარაკეტო შეტევა ჯარაბლუსის და ალ-ბაბის ოლქებში განხორციელდა. ეს სირიის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებია, რომელსაც თურქული არმიის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ. გამოცემის ცნობით დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, შესაბამისი შეტყობინება რუსეთის მთავრობას გაეგზავნა, სადაც ანკარამ სირიის რეჟიმისგან ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.