ახალი ამბები მთავარი

შსს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ახალი, მეხუთე მოადგილე ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ახალი, მე-5 მოადგილე ეყოლება.

ამ თანამდებობაზე ალექსანდრე დარახველიძე დანიშნა, რომელიც შსს-ს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

“ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.”

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე არის კახაბერ საბანაძე. ხოლო დანარჩენი მოადგილეები არიან , გიორგი ბუთხუზი, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.

იტვირთბა....