“არ წავალ, სანამ არ მოგაწერინებთ შეთანხმებაზე ხელსო. ამათ ყასიდად ნათქვამი ეგონათ, არადა ევროპის უფროსების სიტყვა და საქმე ერთი როა, კი ვხედავთ,” – ასე ეხმიანება “რესპუბლიკური პარტის” წევრი, დავით ბერძენიშვილი დანიელსონის საქართველიში ვიზიტის ერთი დღით გაგრძელებას.
როგორც ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, – ” გენსეკად წოდებულმა კობახიძემ დანიელსონი ქვეყნიდან გუშინ ვერ გააგდო.”
“არ მოგეშვებით ქართველებსო, ხელსაც გადაგიგრეხთ და შეთანხმებაზე ხელს მოგაწერინებთ მხარეებსო…ასე სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალსო. ყველას კარგად არ გესმით, ეტყობაო.
დაგვიბარა ერთი კვირის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა.
ჰოდა, მისი მაგარი წარმომადგენელი დანიელსონი ვერ გააგდო გენსეკად წოდებულმა კობახიძემ ქვეყნიდან გუშინ. არ წავალ, სანამ არ მოგაწერინებთ შეთანხმებაზე ხელსო. ამათ ყასიდად ნათქვამი ეგონათ, არადა ევროპის უფროსების სიტყვა და საქმე ერთი როა, კი ვხედავთ.
იმედიანად ვარ.” – წერს დავით ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. გუშინ, დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.
ამასთან, როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.
არ მოგეშვებით ქართველებსო, ხელსაც გადაგიგრეხთ და შეთანხმებაზე ხელს მოგაწერინებთ მხარეებსო…ასე სჭირდება საქართველოს…
Posted by David Berdzenishvili on ორშაბათი, 15 მარტი, 2021