“ირაკლი კობახიძემ სრული საბოტაჟი მოუწყო ბრიუსელში ვიზიტის წინ ირაკლი ღარიბაშვილს.
ერთი სული აქვს, როდის დახანჯლავს. მე რომ ღარიბას მხარეს ვიქნები ,ის მომენტია.”
ელისო კილაძე, “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი.
სოციალური ქსელი.
შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. გუშინ, დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.
ამასთან, როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.