“ბლეფია დაძველებული და გასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან მართმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდრი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც უგულავა თავისივე პოსტში დასძენს, სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესი და ამვდროულად გრძელვადიანი პროცესია.
“სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიანში ყველაზე მნიშვნელოვანიც კი. უბრალოდ, დედამიწის ზურგზე, ვერცერთ ეპოქაში, ვერ მოძებნით, რომ მართვის 9 წლის თავზე რომელიმე მთავრობა მას ახორციელებდეს. ბლეფია დაძველებული და გასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან მართმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი. ეგ რეფორმა შესაძლებელია გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც მმართველობის პირველ წელს. მერე ვეღარ იზამს. ასე რომ ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და მზადაა ამას დასჯერდეს, უბრალოდ “სასარგებლო იდიოტია” – მეტი არაფერი.”