ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წუხელ ნიკა მელია მესიზმრა, გამოვიქეცი ციხიდან, შენ უნდა დამმალოო” – ნატო ჩხეიძე

“ნაციონალური მოძრაობის”  წევრი, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ნატო ჩხეიძე გავრცელებულ მიმართვაში იმ სიზმარზე საუბრობს, რომელიც ნიკა მელიასთან დაკავშირებით ნახა. ამავე პოსტში ჩხეიძე დასძენს, რომ “ნიკას ხომ არ უღებენ ციხის კარებს ნეტავ?”

“მეტრონომი” ჩხიძის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“სერიიდან: – ცხადსიზმარიანა… წუხელ ნიკა მელია მესიზმრა. კარზე ზარი დაირეკა.

გავაღე.

ზღურბლზე ნიკა დგას.

– გამოვიქეცი ციხიდან, შენ უნდა დამმალო.

– კარგი, დაგმალავ. აქეთ წამოდი – ვეუბნები.

ბინის მეორე მხარეს გამყავს.

-შენ ამ ოთახში იყავი.

– რობოკოპები მომდევენ, უნდა შეაჩერო – მიბარებს ნიკა

– კარგი – ვპირდები- რობოკოპები რომ მოვლენ, შენ მაშინვე ამ კარიდან გადი, მერე გვირაბს გაივლი, გვირაბი მდინარესთან გაგიყვანს, იქ ტივია, ტივი მდინარის მეორე მხარეს გადაგიყვანს, მეორე მხარეს ცხენი დაგხვდება, მოახტი იმ ვხენს და ჩახვალ პარიზში – მეთქი, დაწვრილებით ვუხსნი გაქცევის გეგმას.
თან ახლავე მტრედსაც ავაფრენ წერილით, რომ იქ დაგხვდნენ- ვაგულიანებ.

კარზე ისევ ზარია.

ვაღებ.

რობოკოპები დგანან.

– მელია აქ არის? – მეკითხებიან.

– არა – ვპასუხობ.

– უნდა გავჩხრიკოთ

– ვერ გაჩხრიკავთ, დეპუტატი ვარ – ვამბობ მე.

– როდისღა ხარ დეპუტატი?

– ვარ, როგორ არა ვარ- დაბეჯითებით ვპასუხობ

– რა, ხელფასს იღებ?

– არა, აცდენ სხდომებსო და არ რიცხავენ.

– სადეპუტატო დაზღვევა გაქვს?

– არა, სხდომებს აცდენო და დაზღვევაც მოხსნეს.

– კაბინეტი? მანქანა?

– არა, არა.

– აბა არ ყოფილხარ დეპუტატი.

– როგორ არ ვარ. ვარ – პირველნათქვამს არ გადავდივარ.

– რანაირად ხარ? განცხადება ხომ თვითონ დაწერე, აღარ ვარო? ხომ თვითონ დაწერე?- უკანდასახევ გზას მიჭრიან რობოკოპები

– დავწერე, დიახ, დავწერე – ვუდასტურებ მე,-

მაგრამ სიაში ვარ, დეპუტატების სიაში ისევ ვარ, არ მშლიან იმ სიიდან.. აი, ასე, ვარ მე დეპუტატი და ვერ გაჩხრიკავთ.

– უკვე აშკარად შეუვალად ვამბობ და ამ ხუთი თვის განმავლობაში პირველად მიხარია, რომ დეპუტატის მანდატი ისევ მაქვს:)

კეისრის სიმარჯვეს ვიჩენ, თან ვედებატები რობოკოპებ, , დროს ვიგებ, რომ ნიკა მელიამ გვირაბ-ტივ-ცხენს მიაღწიოს და თან მტრედს ვაგზავნი პარიზისკენ ფეხზე წერილშებმულს…

ჩემთან მოდებატე რობოკოპები ერთს კი შეავლებენ თვალს აფრენილ მტრედს, მაგრამ არც არაფერი, გარეთ ხომ 21-ე საუკუნეა და მიფრინავს მტრედი თავისთვის სადღაც, რა არის აქ საჩხრეკიო, ფიქრობენ.

არადა, პარიზში მიფრინავს ჩემი მტრედი,ნიკა მელიას ცხენს დაახვედროს მეაბჯრენი.
სიზმარია.

ორი საუკუნე რა არის სიზმრისთვის. არც არაფერი…

ფერადი იყო ის სიზმარი, აბაა, მრავალფეროვანი და თანაც ფერადი.

ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?

იცის ვინმემ თქვენთაგანმა სიზმრის ახსნა?

პ.ს. ნიკას ხომ არ უღებენ ციხის კარებს ნეტავ? ბრიუსელიც იქვე არ არის, სულ ახლოს პარიზთან?” – წერს ნატო ჩხეიძე.

სერიიდან:
ცხადსიზმარიანა…

წუხელ ნიკა მელია მესიზმრა.

კარზე ზარი დაირეკა.
გავაღე.
ზღურბლზე ნიკა დგას.
-…

Posted by ნატო ჩხეიძე on კვირა, 14 მარტი, 2021

 

იტვირთბა....