ახალი ამბები მთავარი

15 მარტიდან შეზღუდვები შემსუბუქდა – რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

დღეიდან, 15 მარტიდან საქართველოში მოიხსნა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა.

  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგა;
  • მუშაობა განაახლეს სასკოლო წრეებმა;
  • თეატრებს, პროფესიულ ანსამბლებს და სპორტულ კლუბებს შეუძლიათ რეპეტიციების და ვარჯიშების ჩატარება;
  • მუშაობა განაახლეს სპორტულმა დარბაზებმა.

შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის მიუხედავად, ისევ აკრძალულია ქვეითად და ავტოტრანსპორტით გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე.

იტვირთბა....