ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“განწყობა ოპტიმისტური მაქვს…” – ოპოზიციის და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონსა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.

პარტია “მოქალქების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიასმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას ოპტიმისტური განწყობა აქვს.

“მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა, რადგან დევს მაგიდაზე ამაზე უარის თქმა და ამის გადაყოლება ერთჯერადი ვადამდელი არჩევნებისთვის არ არის სწორი.

დანიელსონი მედიაციის პროცესს აგრძელებს და ჯერჯერობით, აქ არის. რიგგარეშე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სასამართლოს რეფორმირება.

რიგგარეშე არჩევნები, რომ ერთჯერადი ამბავია, რომელიც ამ ქვეყანას გრძელვადიანად ინსტიტუციურად წინ ვერ წაიყვანს, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული.

კონკრეტულ დეტალებზე მე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ. განწყობა მაქვს ოპტიმისტური,”-აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. გუშინ, დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

ამასთან, როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

იტვირთბა....