ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაფრინდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მონაწილეობისთვის ბრიუსელში გაემგზავრა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე — ნატოში.

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 15 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.

16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.

17 მარტს საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. გუშინ, დანიელსონმა რამდენიმე შეხვედრა გამართა როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.

ამასთან, როგორც კრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, კიდევ ერთი დღით რჩება თბილისში.

იტვირთბა....