“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელლებს.
გვარამია აღნიშნულ მიმართვაში ამბობს, რომ სოციალურ კვლევაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოულოდნელმა კითხვამ გააოცა. “მეტრონომი” ნიკა გვარამიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“სოციალურ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მკვლევარ ორგანიზაციას არ დავაკვირდი.
ორგანიზაცია იკვლევდა “მესამე ცენტრის” ამბებს. შეკითხვებიდან გამომდინარე, ძირითადი ფიგურანტი იყო სტრატეგია აღმაშენებელი და მისი პოზიციონირება. ასევე ძალიან ბევრი შეკითხვა იყო გახარიას ახალ პარტიაზე. მარა ბოლოს იყო სეფე შეკითხვა: რა დამოკიდებულება გექნებოდათ სტრატეგია აღმაშენებელსა და გიორგი გახარიას ახალ პარტიას ერთად რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.
იმდენად გავოგნდი, პასუხიც ვერ გავეცი.” – წერს ნიკა გვარამია.
სოციალურ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მკვლევარ ორგანიზაციას არ დავაკვირდი.
ორგანიზაცია იკვლევდა “მესამე…
Posted by Nika Gvaramia on კვირა, 14 მარტი, 2021