“ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის – იმედი მაქვს და ჩემი ამოცანაა, ეს პროცესი ახლა, მალე დასრულდეს,” – აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბოკერიამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მიდის, მუშაობა გრძელდება, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც პრეზიდენტ მიშელის მიერ იყო მოხაზული. ჩვენი ამოცანაა, რაც ყველამ იცის მივაღწიოთ იმ კომპრომისს, რომელიც ქვეყანას ამ კრიზისიდან გამოიყვანს. ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. იმედი მაქვს და ჩემი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს, ახლა, მალე, რომ ჩვენ შევძლოთ გითხრათ, ამ კრიზისიდან როგორ გამოვდივართ“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მანამდე კი კრისტიან დანიელსონმა შეხვედრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან გამართა.