“ჩვენ რომ თანამდებობების სურვილი გვქონოდა შეიძლება პარლამენტშიც ვყოფილიყავით თბილ კაბინეტებში,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მივე განმარტებით, “ნაცმოძრაობის” თავჯდომარე უნდა იყოს ამ მოლაპარაკებებში, მაგრამ რადგან ის გარეთ არ არის რთულია რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი.
“ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს მოლაპარაკებებში და თუ ის გარეთ არ არის რთულია რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი. ეს არის ამ შეხვედრის ზოგადი შეფასება, თუმცა დეტალებში ვერ შევალ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს იქნება განგრძობითი პროცესი. ეს არის ის ჩამონათვალი და ხედვა როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი. ყველას კარგად ესმის, რომ სიტუაცია არის მძიმე, სჭირდება გადაჭრა და ჩამოყალიბდა ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. მინდა ყველას ძალიან კარგად ესმოდეს, რომ აქ არის საუბარი თანამდებობების განაწილებაზე ჩვენი მხრიდან. ჩვენ რომ თანამდებობების სურვილი გვქონოდა შეიძლება პარლამენტშიც ვყოფილიყავით თბილ კაბინეტებში.” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მანამდე კი კრისტიან დანიელსონმა შეხვედრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან გამართა.