15 მარტიდან 17 მარტამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი (30მ/წმ-დე). – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. (საფრთხის დონე საშუალო).