ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სისტემა ოლიგარქის გარყვნილი შვილის ვნებების სამსახურშია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკორ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

“მეტრონომი” თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“როცა სისტემა ერთი კაცის, ერთი ოჯახის ინტერესებზეა მორგებული და ადამიანები სისტემის შიგნით ვერ აღწევენ სასურველ ცვლილებებს (მიუხედავად იმისა, მე რას ვფიქრობ კონკრეტული მოთხოვნის შინაარსზე), ხდება ის, რაც ახლა ხდება – ვინ რა აქციას აორგანიზებს ქუჩაში, უკვე სათვალავი ამერია.

პროცესი გასულია სისტემის მიღმა.

მოსახლეობის კრიტიკული მასა თავს თამაშგარე გრძნობს – სისტემა მის ინტერესებს უგულებელყოფს და ოლიგარქის გარყვნილი შვილის ვნებების სამსახურშია.

ამ ვითარებაში:

1. ან გვეყოფა ძალა რომ ეს ხალხი სისტემის ფარგლებში დავაბრუნოთ და რიგგარეშე არჩევნებით განვახორციელოთ ცვლილება, რაც კოალიციურ, დაბალანსებულ მთავრობამდე მიგვიყვანს – რაც საუკეთესო გამოსავალია ამ ქვეყნის მომავლისთვის, ყველასთვის, ქოცისთვის, ნაცისთვის, ორივეს მაგინებლისთვის.

2. ან სისტემა გარედან დაინგრევა – რაც კარგი გამოსავალი არაა, იმიტომ რომ თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციას შეაფერხებს.

3. ან გავტყდებით და რუსეთის პერიფერიად გავფორმდებით (ამას ყველაგერი სჯობს).” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

როცა სისტემა ერთი კაცის, ერთი ოჯახის ინტერესებზეა მორგებული და ადამიანები სისტემის შიგნით ვერ აღწევენ სასურველ…

Posted by Tamara Chergoleishvili on კვირა, 14 მარტი, 2021

 

იტვირთბა....