ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში, სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია.

როგორც თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საბოლოო შედეგი საღამოს გამოიკვეთება, როდესაც კრისტიან დანიელსონი მხარეებთან შეხვედრებს დაასრულებს.

“ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს. ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, შედგება შეთანხმება. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე, ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ.

“ქართული ოცნება” მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის. ჩვენ ამ დიალოგში ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ, რაც არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, რომელთაც, პანდემიის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და ორმა მილიონმა ჩვენმა თანამოქალაქემ მისცა ხმა სხვადასხვა პარტიას.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა.

იტვირთბა....