ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი…” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება.

ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე, უფრო კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

“იმედის გვაქვს, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მხარეებზეა დამოკიდებული – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით და რასაც სამართლიანად ჩავთვლით, იმას, ბუნებრივია, ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი.

პარტნიორებთან ვართ შეთანხმებული, რომ ჯერ-ჯერობით დიალოგის დეტალებზე არ ვისაუბრებთ, გამომდინარე იქედან, რომ დისკუსიები გრძელდება. გაიმართება შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ამის შემდეგ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით. შესაბამისად, ეს არის მიმდინარე პროცესი, რაც დღეს უნდა დასრულდეს. ვიდრე პროცესი არ დასრულდება, კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი ფორმით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა.

იტვირთბა....