ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 268 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, Stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა.

ამავე ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კვეყანაში კოვიდ 19-ის ინფიცირებისგან 233 პირი განიკურნა, ხოლო საერთო ჯამში ვირუსი 268 237-მდე ადამიანმა დაამარცხა.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფექციისგან 5 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში კი კორონავირუს 3 648 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 268 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა.

საკარანტინე სივრცეებში  251 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში 5 499 ადამიანი იმყოფება.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 632 პირი.

იტვირთბა....