ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ნინის მეგობარი “შაბათის ფორმულასთან” მოზარდის შესახებ საუბრობს და მას ახასიათებს.
ის ამბობს, რომ ნინის ალიან მძიმე მდგომარეობაში უწევდა ყოფნა და მაზე ოჯახის წევრებიც ხშირად ძალადობდნენ.
როგორც მეგობარი ჰყვება, 14 წლის მოზარდი ხშირად მოწყენილი და გულჩათხრობილი იყო. მოზარდის მეგობარი ასევე აცხადებს, რომ ნინის ბიცოლა სკოლის მასწავლებელია და ისინი სასწავლო დაწესებულებას მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიდნენ.
“ვფიქრობ, მთელი სოფელი ვალდებული ვიყავით, რომ დავხმარებოდით ნინის, მაგრამ ვერავინ გავბედეთ, რომ გვეთქვა და ხელი გაგვეწოდა მისთვის.
ყოველთვის იყო ფაქტი, რომ ნინი დაღვრემილი, მოწყენილი იყო, ჩუმად იყო. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ეჩხუბა ბიძა, ეჩხუბა ბაბუა. ის ბიცოლა, არის იმ ბიძის ცოლი, რომელიც ნინიზე, სავარაუდოდ, ძალადობდა. ზუსტად ეს ცოლი არის მასწავლებელი სკოლაში. ასევე არის მეორე ნათესაური კავშირი, სკოლის დირექტორის მოადგილესთან. ყველაფერი იცოდნენ. სკოლას ინფორმაცია არც ერთმა მათგანმა არ მიაწოდა”, – ჰყვება მეგობარი.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა.
გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ამბავი ოჯახში შეიტყვეს, მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ. მოგვიანებით, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ გოგონაზე ფიზიკურად ბაბუამისმაც იძალადა, ეს ინფორმაცია კი მას თავად შვილა მიაწოდა.
15 თებერვალს კი პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში გარცავლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა.