ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სჭირდებოდათ “ორი გვამი”, წარმომიდგენია, რა გლოვა აქვთ ახლა”- თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანიების “პირველისა” და “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ განცხადებებს პასუხობს, რომლის თანახმადაც კორონავირუსით თითოეული მოქალაქის გარდაცვალება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, ასეთი რამ არ უკადრებია მსოფლიოს არცერთ ტელევიზიას.

ცერცვაძე წერს, რომ ამ ტელევიზიებისთვის მიუღებელია, დღეს ქვეყანაში რაიმე კარგად კეთდებოდეს და სწორად იმართებოდეს.

“10 მარტს ჩვენ გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც არგუმენტირებულად დავგმეთ “მთავარი არხის” და “TV პირველის“ უპრეცედენტოდ დემაგოგიური და უზნეო განცხადება, რომლითაც ისინი შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტელემაყურებლები, რომ “დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის და ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური”. ასეთი რამ არ უკადრებია მსოფლიოს არცერთ ტელევიზიას.

საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებისთვის და ტელევიზიებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანაში რაიმე კარგად კეთდებოდეს. მაშინ ხომ რევოლაცია საჭირო აღარ იქნება. პანდემიის მართვა კი მთავრობის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია. კომენტარების ლექსიკით და შინაარსით, ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია, თუ რა კატეგორიის ადამიანებთან და ტელევიზიებთან გვაქვს საქმე. მე სპეციალურად არ დავბლოკე მათი კომენტარები, რათა მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რა მოელის ქვეყანას და ვისთან მოუწევთ საქმის დაჭერა, თუ ადამიანები ფხიზლად არ იქნებიან.

დღეს ქვეყანაში უკვე შემოვიდა საერთაშორისო აღიარების მქონე ვაქცინის პირველი პარტია. წარმოდგენილი მაქვს რა გლოვა აქვთ ახლა ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ მათ “ორი გვამი”. – წერს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის მტკიცებით, მთავარმა არხმა კამპანია წამოიწყო, რომ ექიმებმა და მოსახლეობამ კორონავირუსზე ვაქცინაციაზე უარი თქვან.

„მთავარმა არხმა უკვე მოახდინა სრული თვითლუსტრაცია, როცა წამოიწყო ნორმალური ადამიანისთვის ძნელად დასაჯერებელი და ქვეყნისთვის უკიდურესად საშიში კამპანია, დაარწმუნონ ექიმები და მოსახლეობა, რომ უარი სთქვან ამ ვაქცინით აცრაზე. წარმოგიდგენიათ ზუსტად ის ხალხი, რომელიც იმუქრებოდა, რომ 2 მარტის შემდეგ COVID-19-ით გარდაცვალების ყველა შემთხვევას ვაქცინის არქონას დააბრალებდა, ახლა მოსახლეობას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ვაქცინაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ხედავთ რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე? მათ უკვე „ორი გვამი“ კი არა, „ბევრი გვამი“ სჭირდებათ, რათა შემდეგ ხელისუფლებას დააბრალონ და რევოლუცია მოაწყონ.
ჩემო თანამემამულეებო! უკვე ძალიან სერიოზულად გაფთხილებთ, იყავით ფხიზლად! ეს ტელევიზია და მათ პატრონები ძალიან საშიშნი გახდნენ.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ „TV პირველს“ ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია,”- წერს თენგიზ ცერცვაძე.

იტვირთბა....