“სააკაშვილს პერიოდში 104-ე ადგილზე იყო საქართველო მედია თავისუფლების რეიტინგში. ეს არის 31 პუნქტით ნაკლები ვიდრე შევარდნაძის პერიოდში იყო და 44-45 პუნქტით ნაკლები, ვიდრე დღეს,” – აღნიშნული განცხადება ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
როგორც ვოლსკი განმარტავს, სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ოპონენტები არც ერს პოზიტიურ დასავლურ შეფასებას არ აღიარებენ.
„სააკაშვილმა მოიყვანა თავისი კადრები და მივიღეთ სასამართლო, რომლის გამამართლებელი განაჩენიც იყო 0,01% იყ. ძალიან დიდი იყო სტრასბურგის მიმართვა. ფაქტი გვიჩვენებს, რომ ევოლუციური გზით სიარულმა უკეთესი შედეგი მოიტანა. მაღალი დონის სტანდარტებით შეფასებაც, რაც შეეხება დემოკრატიის, პრესის თავისუფლების, სასამართლოს თავისუფლების საკითხებს, საქართველო მყარად იკავებს ადგილს პირველ ოცეულში. რაც შეეხება მედია თავისუფლებას, სააკაშვილს პერიოდში 104-ე ადგილზე იყო საქართველო მედია თავისუფლების რეიტინგში. ეს არის 31 პუნქტით ნაკლები ვიდრე შევარდნაძის პერიოდში იყო და 44-45 პუნქტით ნაკლები, ვიდრე დღეს. ეს ინდიკატორიც გასათვალისწინებელია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რაც უფრო მეტია განცხადებები პოზიტივთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე, მით მეტია დააფთრება ჩვენი ოპონენტების“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.