საქართველოს გენერალური პროკუტარულა განცხადებას ავრცელებს, რომლითაც “მთავარი არხის” ეთრში გასულ სიუჟეტს ეხმიანებიან.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სიუჟეტში ასახული ინფორმაცია სრული სიცრუეა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც პროკურორი თეა გიორგაძე ნახსენებია, როგორც ადვოკატი, რომელმაც თითქოსდა, კონკრეტული პირის დაცვაზე უარი თქვა. ასევე, სიუჟეტში გამოყენებულია თეა გიორგაძის მცირეწლოვანი შვილების ფოტოები, რომლებსაც სახეები არ აქვთ დაფარული, რითაც შეილახა მათი უფლებები.
აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რადგან თეა გიორგაძე არასდროს ყოფილა ადვოკატი და იგი 2006 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მუშაობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ტელეკომპანიებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობის შესუსტებას და მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.