ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შვეიცარიაში „წარმოშობით სირიელი“ ორი პირი დააკავეს – ჟენევაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

ჟენევის პოლიციამ ორი პირი დააკავა. შვეიცარიელი სამართალდამცავების თქმით, ისინი „წარმოშობით სირიელები“ არიან, მანქანაში კი, რომლითაც დაკავებულები მოგზაურობდნენ, ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა.

ეჭვმიტანილების დაკავებამდე ერთი დღით ჟენევაში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა. შვეიცარიის პოლიციის ცნობით, ისინი პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებულ ოთხ პიროვნებას ეძებდნენ. ეს პირები სავარაუდოდ ჟენევაში, ან მის მახლობლად უნდა ყოფილიყვნენ.

შვეიცარიის დედაქალაქში მაქსიმუმამდეა გაზრდილი უსაფრთხოების ზომები, ქუჩებსა და საკვანძო ადგილებში – აეროპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ა. შ. პოლიციელები პატრულირებენ.

იტვირთბა....