ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლოდროინდელი მოვლენებითა და არჩევნებამდე შექმნილი სურათით, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში” – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, მოლაპარაკებების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ – “არჩევნები არაა ის გზა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ აირჩია და ამ პოზიციას ყოველდღიური რეალობა გვახსენებს.”

მისივე განმარტებით, საზოგადოების განწყობის გამო, იმედი აქვს, პროცესები დასტაბილურდება.

„ჩემი იმედები ემყარება იმას, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური პარტიებისგან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ითხოვს, რომ უზრუნველყონ ქვეყნის სტაბილურობა, რათა განვითარებასა და უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას. ჩემი სკეპტიციზმი განპირობებულია ბოლოდროინდელი მოვლენებით არჩევნებამდე შექმნილი სურათით, როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაცმოძრაობა“ ქმნიდა საქართველოში. არჩევნები არაა ის გზა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ აირჩია და ამ პოზიციას ყოველდღიური რეალობა გვახსენებს.

ჩემი სკეპტიციზმი, შესაძლოა, გადაწონოს არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საგანგებო და სისხლხორცეულმა დაინტერესებამ იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა იყოს. რთული პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და განსაკუთრებით რთული პროცესები მიდის რეგიონში, სადაც ჩვენ პრაქტიკულად ვართ ძალიან ღირსეული პლატფორმა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მაქვს მხედველობაში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

იტვირთბა....