ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“უხაროდა იმ სატანას, როცა იჭერდნენ მელიას… ვისაც კიდიხარ, იმისი მონა ხარ ბოლომდე?” – ირაკლი ლატარია

“მელიას კი ვურჩევ, გადაიხადოს გირაო, თორემ ხო ხედავს, როგორ გამოიყენეს, გადააგდეს და დაივიწყეს,” – ამის შესახებ ეკონომისტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

ეკონომისტი “ფესიბუქის” საკუთარ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში განმარტავს თუ ვის უნდოდა “ნაცმოძრაობის” თავჯდომარის ნიკა მელიას დაკავება და ვის არა.

“მეტრონომი” ირაკლი ლატარიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ნაცებმა, მელიას სახით, წამებული რაინდი შეუკვეთეს და ჯოტია ცაავას პაროდია მიიღეს.

ახლა ლოგიკას მივყვეთ – მელიამ, როცა სახალხოდ მოიხსნა სამაჯური, ყველამ იცოდა, ერთადერთი სამართლებრივი რეაგირება სასამართლო განხილვა იქნებოდა. შედეგი: – ან პირდაპირ, აღკვეთის შეფარდება, ან გიაროს განსაზღვა. განსხვავება ისაა, ვის უნდოდა ნიკანორის დაკავება და ვის არა.

ჩამოვთვალოთ: არ უნდოდა პროკურატურას (მოითხოვა გირაო), სასამართლოს (დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა), ქართულ ოცნებას (საერთოდ არ აინტერესებს სად იქნება მელია), უნდოდათ: ნაცებს (სააკაშვილის ბრძანება იყო), რადიკალირ ოპოზიციას (სააკაშვილის ბრძანება იყო), თვითონ მელიას (სააკაშვილის ბრძანება იყო).

გირაოს თუ ვინმე არ იხდის, ერთაერთი გზა დაკავება რჩება და მელია “მესამე გზაა” თუ როგორ არის საქმე?

ჰოდა, ახლა ამ მონებმა და მორჩილებმა ატეხეს ისტერია, კობახიძემ საიდან იცოდა, რომ მელიას საქმე დაკავებით დამთავრდებოდაო. ეგ კობახიძემ კი არა, მეც ვიცოდი, თქვენც და ნებისმიერმა მოქალაქემ, ვინც ოდნავ მაინც აკვირდებოდა პროცესებს. ვერ მოინელეთ, რომ არავინ დაშავდა, რომ სამართალდამცავებმა მაღალი სტანდარტით იმოქმედეს და ამ გულისწყვეტას გამოხატავთ ახლაც!

მელიას კი ვურჩევ, გადაიხადოს გირაო, თორემ ხო ხედავს, როგორ გამოიყენეს, გადააგდეს და დაივიწყეს. არ არის საჭირო სააკაშვილის ბრძანებების შესრულება, ხო ზუსტად იცის, როგორ უხაროდა იმ სატანას, როცა იჭერდნენ მელიას და იმის მერე აღარც მოუკითხავს, როგორ არისო! ვისაც კიდიხარ, იმისი მონა ხარ ბოლომდე?” – წერს ირაკლი ლატარია.

ნაცებმა, მელიას სახით, წამებული რაინდი შეუკვეთეს და ჯოტია ცაავას პაროდია მიიღეს.

ახლა ლოგიკას მივყვეთ – მელიამ, როცა…

Posted by ირაკლი ლატარია on შაბათი, 13 მარტი, 2021

 

იტვირთბა....