“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო მიმართვას ავრცელებს.
ოქრუაშვილი აღნიშნულ მიმართაში ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებში 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე ბერა და უტა ივანიშვილები ჩაეწერნენ.
“მეტრონომი” ირაკლი ოქრუაშვილის “ფეისბუქპოსტს” უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გულმხურვალედ და სიხარულით გამცნობთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე მოწინავე რიგებში ნებაყოფლობით ჩაეწერნენ ჩვენი სასიქადულო მოქალაქენი ბერა და უტა ივანიშვილები.
ახალგაზრდებს სამხედრო გაწვევისას აცილებდნენ მათი და ერის მამა, ბატონი ბიძინა და ცრემლმორეული დედა ეკა, რომელიც გამომშვიდობებისათვის აუცილებელი ატრიბუტით, ამაყად უქნევდა შვილებს თეთრი აბრეშუმის ხელსახოცს.
ახალწვეულების მხადასაჭერად აგრეთვე მობრძანებულიყო მათი სიყრმის მეგობარი ბატონი ანტუნი. მსუბუქი იყოს თქვენი ბათინკი ქართულ ჯარში ბიჭებო”. ტვ იმედის სიუჟეტად ხომ გამოდგება?” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გულმხურვალედ და სიხარულით გამცნობთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2021 წლის…
Posted by ირაკლი ოქრუაშვილი on შაბათი, 13 მარტი, 2021