სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მოქალაქე ჯიმშერ მ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯიმშერ მ.-მ სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილობრივი წარმომავლობის შესახებ ცნობის გაცემის სანაცვლოდ, მოხელისათვის ქრთამის სახით გადასაცემად, 800 აშშ დოლარი აიღო.
გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.