საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 344 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის განახლდა.
ამავე ვებ- გვერდის მონაცემების მიხედვით, გასული დღე ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან 240 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 268 004-მდე.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 9 ადამიანი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსის ინფექციას 3 643 პირი სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა.
ამ დროისთვის კი საკარანტინე სივრცეებში 247 ადამიანი მოთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაში 5 618 ადამიანი იმყოფება.
სულ 6 ოქტომბრიდან – 12 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 609 პირი.