“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ერთადერთი იარაღი არის პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია.” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა,, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
როგორც ფხაკაძემ აცხადებს, მთავრობა ცუდ თამაშს თამაშობს და ცდილობს ვირუსის გავრცელება ხალხს გადააბრალოს.
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პირბადეების გამოყენება საქართველოში შემცირდა და ეს საშინელებაა, თქვენ ხომ ხვდებით საითკენ მიდის ეს ყველაფერი, მთელი მსოფლიო ჩაკეტილია და საქართველომ გახსნა ქვეყანა. უნდა გავზარდოთ ცნობადობა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ პირბადე არის ერთადერთი გამოსავალი, – გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები, ჩვენი ბებიები და ბაბუები, ჩვენი მშობლები, ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა.
რჩევებსა და მითითებებს ვაძლევდი, ყურიდან-ყურში ატარებენ ყველაფერს. ჩემს სიტყვებს გაიხსენებთ, – აპრილში მესამე ტალღა მოდის. ამაზე აღარც ვსაუბრობ, მთელს მსოფლიოში ვირუსის გავრცელებამ 7%-ით მოიმატა, საქართველოში ყველაფერი ისევ დაბლა არის. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენი ერთადერთი იარაღი არის პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია. სოციალური ქსელით გაავრცელონ თუნდაც იუმორისტული ტიპის აუდიო, ფოტო ან ვიდეო მოწოდებები და ამ მეთოდით მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია, – ატარონ სამედიცინო პირბადე!
ყველგან არის ვირუსი, ჩინეთზე არ მაქვს ლაპარაკი. საქართველოში ყველაფერი „კარგად არის”, ვირუსი არ არის, ჯანდაცვის სისტემა დალაგებულია, და ა.შ მთავრობა ახლა თამაშობს ძალიან ცუდ თამაშს, ცდილობენ, თქვენ დაგაბრალონ, ვირუსის გავრცელება რომ გაიზარდა. მე ხომ გითხარით, აპრილში იქნება მესამე ტალღა, გითხარით, გაგაფრთხილეთ, ზოგმა გამლანძღა, ზოგმა შემაგინა, ახლა კი ამბობენ, შემცირდა პირბადის მოხმარება, ეს არის რაღაც „ბჟუტური!” რის საფუძველზე აცხადებენ ამას, „აბოლებენ” ხალხს”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.