“ქართული ოცნების” თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პოზიცია ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით იყო იდენტური იმ პოზიციისა, რაც გუნდის სხვა წევრებს ჰქონდათ.
თუმცა, როგორც კობაიძემ “ღამის კურიერში” საუბრისას განაცხადა, 17 თებერვლის 17 საათზე გიორგი გახარიას პოზიცია საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა.
ამასთან, აღნიშნულ გადაცემაში საუბრისას “ქართული ოცნების” თავჯდომარემ დასძინა, რომ გიორგი გახარიას პოზიციის შეცვლის მიზეზი გუნდისთვის სრულიად გაუგებარი იყო. გიორგი გახარია ამბობდა, რომ ნიკა მელიას დაკავების 2 დღით გადადება ნაკლები ადამიანის კონცენტრაციას გამოიწვევდა.
“17 თებერვლის 17 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა.
დაფიქსირდა თავდაპირველად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადადებულიყო ეს ოპერაცია და შემდეგ საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. მიზეზი, არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. თქვენ თუ გახსოვთ, 2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საუბარი დასრულდა ალბათ 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძისნ განმარტებით, პრემიერი გიორგი გახარია საკუთარი პოზიციით უმცირესობაში იყო.
წამყვანის კითხვაზე თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ გიორგი გახარია ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად ვიხილოთ, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს, თავად გიორგი გახარიას გადასაწყვეტია და თუ ვინმეს სურს ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, დემოკრატიული სისტემაა და ნებისმიერს შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.