ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ღარიბაშვილს ერთხელ შევხვდი დერეფანში და ხელი ჩამოვართვი” – გიული ალასანია პრემიერის განცხადებას ეხმიანება

“ბატონ ირაკლის შევხვდი ერთხელ, ერთადერთხელ, შევხვდი დერეფანში და ხელი ჩამოვართვი, მადლობა ვუთხარი,” – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

პროექტი რომლის შესახებაც ის საუბრობს, ეხება „ჩვენებურებს“. გიული ალასანია ამბობს, რომ ეს ხდებოდა ვარდების რევოლუციამდე, მაშინ გაჩნდა სპონტანურად ამ პროექტის იდეა. გიული ალასანია ასევე ამბობს, რომ ის ერთხელ შეხვდა ბიძინა ივანიშვილსაც.

„ბატონ ირაკლის შევხვდი ერთხელ, ერთადერთხელ, შევხვდი დერეფანში და ხელი ჩამოვართვი, მადლობა ვუთხარი. სხვათაშორის, მაშინ იმსახურებდა ამ მადლობას. ეს შეხვედრა იქნებოდა ალბათ 2004-2005 წელი, პირადად როცა შევხვდი. სხვა დროს მახსოვს ბატონი ირაკლი ჩვენს კონცერტებს ესწრებოდა ხოლმე და ძალიან ნასიამოვნები იყო.

სხვათაშორის, მე ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ წამოიწია, ძალიან კარგი წლები გამახსენდა, ჩვენ ერთად ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ და სხვათაშორის არა მხოლოდ ბატონი ირაკლი, ბევრი ადამიანი იყო ამ პროექტში ჩართული, “- ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს. მისი თქმით, ფონდს ჰქონდა არაერთი პროექტი და მაშინ მას უწევდა კომუნიკაცია მთავრობასთან, მინისტრებთან. ღარიბაშვილმა ასევე თქვა დღეს, რომ არაერთხელ შეხვედრია ამ პროექტების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, მათ შორის გიული ალასანიას.

იტვირთბა....