გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ზურაბ გედევანიშვილი ქალაქ რუსთავში, ე.წ. “სტამბოლის ბაზრის” ტერიტორიაზე სისტემატურად ამზადებდა სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც შემდგომში ამონტაჟებდა პროდუქციის ასაწონ სასწორებში და ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა მარკეტებსა და საცალო ბაზრობებზე. ელექტრო სასწორებში ჩამონტაჟებული მოწყობილობა სპეციალური დისტანციური მართვის პულტებით იმართებოდა. ამ პულტებით გამყიდველს შეეძლო ხელოვნურად გაეზარდა პროდუქტის წონა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზურაბ გედევანიშვილი, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის მიერ, სხვადასხვა ობოექტებიდან ამოღებულია სასწორები, რომლებიც მომხმარებლის მოსატყუებლად იყო განკუთვნილი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.