ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განმარტა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ალერგიის მქონე ადამიანებმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისას.
მისი თქმით, ტრადიციული ვაქცინაციისას მილიონ შემთხვევაში აცრისას ვლინდებოდა ერთი ანაფილაქსიური რეაქცია
„ტრადიციული ვაქცინებიც ხასიათდებოდა ალერგიული რეაქციებით. მთავარი ალერგენები ტრადიციულ ვაქცინებშია – ტეტანუსი/დიფტერია/წითელა/წითურა და ა.შ. ვიცით კალენდარულად, რომ ესენია ძირითადად ანტიბიოტიკები, კვერცხის კომპონენტები, ასევე არის ჟელატინი და ბევრი ასეთი ნივთიერება. მსგავსი ტიპის ნივთიერება მწარმოებლებმა ვაქცინაში არ შეიყვანეს. არც „ფაიზერმა“, არც „მოდერნამ“, არც „ასტრა ზენეკამ“ და არც „ჯონსონმა“.
ესაა ყველაზე საშიში და რთული რეაქცია, რომელიც ძალიან სწრაფად და მწვავედ ვითარდება. შესაბამისად, ნივთიერება რომელიც არის ვაქცინებში, „პოლიეთილენგლიკოლი“ „ფაიზერში“ და „მოდერნას“ ვაქცინაში, „ასტრაზენეკაში“ „პოლისორბატი“, არის ეჭვი, რომ ამ ნივთიერებებმა გამოიწვიოს შედარებით მეტი ალერგიული რეაქცია, ვიდრე ტრადიციული ვაქცინები იწვევდა. მილიონი ადამიანი თუ აიცრება ალერგიული რეაქცია ექნება 5 ადამიანს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, AstraZeneca-ს ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დილიდან დაეშვება.