მთავარი ციტატა

“იმედს ვიტოვებ მათზე მასირებული შეტევა არ ხდება…” – რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამია

“ტელეკომპანიებს იმედის, მაესტროს და ჯიდიესის მაუწყებლობის შეჩერება, იმედს ვიტოვებ, სპონტანური ტექნიკური პრობლემები აქვთ, და არ ხდება მათზე მასირებული შეტევა მაუწყებლობის შეფერხების მიზნით.მიუხედავად ამ ტელეკმპანიების სრული მიუღებლობისა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ზემოქმედება მათზე, ზუსტად ისევე, როგორც ყველა დანარჩენი მედიის შემთხვევაში იქნებოდა. ველოდებით განახლებულ ინფორმაციებს.”

ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

გვარამია აღნიშნული პოსტით “იმედი, მაესტრო და GDS -ის მაწყებლობის შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

იტვირთბა....