“ნებისმიერი მოვლენა, რაც ვაქცინაციის დღიდან შესაძლოა 21 დღეში დაფიქსირდეს, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანს გული წაუვა თუ ავტომანქანა დაეჯახება და გარდაიცვლება, უნდა დაუკავშირო პოტენციურად ვაქცინაციას,” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგვმა „ტვ.მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
“ნებისმიერი მოვლენა, რაც ვაქცინაციის დღიდან შესაძლოა 21 დღეში დაფიქსირდეს, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანს გული წაუვა თუ ავტომანქანა დაეჯახება და გარდაიცვლება, უნდა დაუკავშირო პოტენციურად ვაქცინაციას. უნდა მოიწვიო იმუნიზაციის შემდგომი კომისიის სხდომა და სპეციალისტებმა გააკეთონ დასკვნა, ამ ადამიანის გვერდითი მოვლენა ხომ არ იყო დაკავშირებული ვაქცინაციასთან.” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისივე გენმარტებით, იმუნიზაციის შემდეგ გვერდითი მოვლენების მონიტორინგი საქართველოშიც ხორციელდება.
“ამის ოფიციალური კომისია არსებობს და ერთ-ერთი წევრი, როგორც იმუნოლოგი მეც ვარ. ეს ყველაფერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით დაავადების კონტროლის ცენტრთანაა შექმნილი“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.
შეგახსენებთ, AstraZeneca-ს ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ დილიდან დაეშვება.