საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველების მიერ ნაპოვნ პირებს აღენიშნებათ ჰიპოთერმია.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მიიღონ სამედიცინო დახმარება.
„10-საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება.
მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მეხანძრე-მაშველების 10 კაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.