ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები მაშველებთან კონტაქტზე გავიდნენ: “ხმას აწვდენენ”

“გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები მაშველებს ხმას აწვდენენ, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისვლა ჯერ ვერ ხერხდება”, – ამის შესახებ Report.ge-ს სოფელ ბოხვაურის დეპუტატმა გელა ჩავლეიშვილმა განუცხადა.

ჩავლეიშვილის თქმით, ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია როგორც სპეციალური ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა და ყველაფერი კეთდება ახალგაზრდების გადასარჩენად.

“ისინი ჯერ არ არიან ნაპოვნი, მაგრამ კონტაქტზე გამოვიდნენ, მაშველებს ხმას აწვდენენ, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისვლა ჯერ ვერ ხერხდება. მაშველებსა და მათ შორის დიდი კაშხალია და ჩასვლა არის ძალიან რთული. გარდაცვლილთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ისინი სავარაუდოდ, ოთხნი იყვნენ და სამი გამოვიდა კონტაქტზე. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იქ სადაც ტექნიკის მისვლა შეუძლებელია ცოცხალი ძალა მუშაობს და ყველაფერი კეთდება მათ გამოსაყვანად”, – განუცხადა Report.ge-ს გელა ჩავლეიშვილმა.

ცნობისთის, გომის მთაზე დაკარგულ ახალგაზრდებს დილიდან ეძებენ.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ,,112-ში” შევიდა შეტყობნება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას.

წყარო: Report.ge

იტვირთბა....