aviabiletebi
ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა

Prospect: როდესაც პაიკი არ არის მხოლოდ პაიკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიმდინარე მოვლენების წამყვან ბრიტანულ ჟურნალში ”პროსპექტში” გამოქვეყნდა ზურა შიოლაშვილის სტატია – “როდესაც პაიკი არ არის მხოლოდ პაიკი”, რომლის ქართულ ვერსიასაც გთავაზობთ.

შეძლებს პოლიტიკური კულტურა სულიერი ფასეულობების გარეშე არსებობას რომლის აუცილებლობა მიზანად ისახავს აწეწილი სამყაროს წონასწორობის აღდგენას? ეჭვს არ იწვეს ის, რომ ჩვენ გამოვედით იმ ისტორიის ჩარჩოდან, როცა სახელმწიფოების განვითარება მეტწილად დამოკიდებული იყო ძალაუფლების ცარიელ ჩარჩოზე გამოხატულს მართველთა მხეცურ იდეოლოგიაზე, მაგრამ დღეს მეცნიერულ ეპოქაში, ჩვენ ვხედავთ რომ პოლიტიკა თავის მიზნად ისახავს, რომ იღვაწოს ისეთი საკითხების მიმართ, რომელიც უკავშირდება ეროვნულ კულტურას, სოციოლოგიას, ჰუმანიტარულ და ზოგადი მეცნიერებას მათი მთავარი ფსიქოლოგიური ფესვების დაყოლებით. ხოლო  ამ ფესვებში სულიერ კომპონენტებს მოკლებული და მხოლოდ ცხოველური ბუნების მატერიალისტური ზედაპირულობებით გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ცნობიერება ემსგავსება გამოფიტულ ბაქტერიას, რომელიც თავის გამოლეულ პოტენციაში და დეგრადირებულ გადახრებში ადვილი ნადავლი  ხდება  ბარბაროსული ვირუსისთვისაც. რის გამოც, პოლიტიკური ცნობიერება თავისთავად ხდება დაინფიცირებული ავტოკრატული ინსტინქტით, რომელზეც უკვე მთლიანად ადამიანის სიცოცხლე ხდება დამოკიდებული. ეს ავტოკრატული ინსტინქტი კი ( მთლიანად პოლიტიკა) ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს როგორც დემონური ვირუსი, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და დაყავს მისი რაციონალურობა ცხოველურ არსებობის დონეზე შიშის მდგომარეობაში. ეს არის ასევე ის შემთხვევა, როცა სიტყვა “პოლიტიკას,” უფრო მეტი ფასი აქვს ერში, ვიდრე  სიტყვა “განათლებას” და უკვე მუდმივი პოლიტიკური კაკანი ვლინდება როგორც ახალი დაავადება, რომელშიც  მრვალი ჭკვიანი იდიოტი აღიქვამს თავის დემოკრატიულ უფლებებს და ძალაუფლების დამკვიდრებას.

ამ მოვლენათა ხედვით, რომელიც პარალელურად განფუთავს მსოფლიოს გასწვრივ პოლიტიკური სპეკტრის პრობლემას, რა შეიძლება ითქვას ერთ-ერთ უძველსი ქართველი ერის პოლიტიკურ მდგომარებაზე საქართველოში? იმის შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” შეინარჩუნა უმრავლესობის პოზიცია საქართველოს პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ (დებატირებული როგორც გაყალბებული არჩევნები ოპოზიციური პარტიების მიერ ), ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც იყო  ამ პარტიის პიონერი პოლიტიკური სცენiდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა, უმთავრესი ოპოციური, ყოფილი მართველი “ნაციონალური მოძრაობის” პარტია, რომელიც ყოველთვის ბრალს სდებდა მას ორმაგ თამაშში დასავლეთთან, ისევ განიხილავს მას დე-ფაქტო ოცნების მართველს მაშინ, როცა მრავლს მიაჩნია რომ ის რჩება კრემლის კაცად.

თუ ეს სიმართლეა მაშინ, ნათელი მსჯელობისთვის ჩვენ გჭირდება რომ შევხედოთ ამ რეალობს განსხვავებული კუთხით და შევეკითხოთ ჩვენ თავს: ივანიშვილი  რომ  ყოფილიყო პრო-დავლური მილიარდერი იქნებოდა თუ არა საქართველო დღეს უკეთეს მდგომარეობაში მის  ეკონომიურ პრობლემებთან და სუვერენულ ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში? შევძლებთ სამრთლიანად განვაცხადოთ რომ გვექნებოდა უკეთესი მდგომარეობა იმის ცოდნით როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აფხაზეთი და სამაჩაბლო ( როგორც დარქმეული “სამხრეთ ოსეთი”) კონტროლირებადი რჩება რუსეთის მიერ და, ერთდაერთი მხარდაჭერა დასავლეთისგან რომელსაც ჩვენ ვხედავთ მკაცრად შეზღუდული სიტყვიერად გამოხატული შეშფოთებაა? თუ გვესმის რაიმე დამატებითი არგუმნეტები ქართველი პოლიტიკოსებისგან  ამ მხრივ?  მეტი გლობალური ცოდნის გაღრმავება    ხომ არ ჭირდებათ ჩვენ “პატრიოტულად დაბრძენებულ” ქართულ პოლიტიკოსებს  სტრატეგიის ადკევატური მანევრებისთვის ახლი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების მაგივრად? და განა მათი ზედაპირულ მატერიალისტური პატრიოტიზმი უფრო მეტად არ ზრდის პოლიტკურ ქოას ? რაც შეეხება ოლიგარქ ივანიშვილის, რასკვირველია, მე შორს ვდგავარ იმ განცხადებიგსან რომ ის წარმატებული ფიგურაა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე თავის ოლიგარქული ერუდიციით რომ მართოს ქვეყანა, მიუხედავად ამისა მხოლოდ პოლიტიკური კრიზის გამო საქართველოში და მისი ფინასური ჩართულობით ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში, მისი ფილანტროფია ძალუნებურად გაება პოლიტიკის ძალაუფლების ხაფანგში. რაც შეეხება მის უმთავრეს ოპონენტებს ყოფილი ხელისუფლებიდან (ნაციონალურ მოძრაობას) რომლებიც ჯერ კიდევ თქოშავენ პოლიტიკაში, ისინი ვერსადოს ვერ შეძლებენ იყვნენ ეროვნულ კულტურის წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკაში  თავიანთ ზედაპირულ მატერიალისტური ცნობიერებით და ვშიშრობ ვერც მათი რადიკალური მიმდევრები თავიანთ შემეცნებით სიბრმავეში. რა მიიღო საქართველომ როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში დემოკრატიით შემოსილი მხეცური იდეოლოგიით და თავიანთ ამხედრებული ბელადით? ერთხელ შესწავლილი მწარე გაკვეთილი არ საჭიროებს თავიდან სწავლებას!

ეხლა ორი სიტყვით იმ ქაოსურ სიბრძნეზე გამოთქმულს დამკვირველებისგან დასავლეთში და თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ის საქართველოს დემოკრატიაზე დღეს. ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერის ბატონ მელიას ამჟამიდელი დაპატიმრება უცხო დიპლომატებისთვის, რომლებიც მიიჩნევიან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებად, აღმოჩნდა გონების განგაში. ნათელია რომ მსოფლიოში არცერთი  პოლიტკური პარტია არ წარმოადგეს ფრთიან ანგელოზს თავინათ რანგში და არც საქართველოს მართველი გუნდი ასევე. მიუხედავად ამისა, ევროპელი დიპოლმატების და ამერიკელი კონგრესმენების  მწვავე რეაქცია ამ დაკავებაზე არის თვალთმაქცური და სუბიექტური. ბატონი მელია იყო დაპატიმრებული კანონის დაუმორჩილებლობისთვის,  ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯურის მოხსნის და გირაოს 40 000  ლარის  გადაუხდელობის გამო, (რაც 10 000 ფუნზე ცოტა ნაკლებია), სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისთვის 2020 წ. 21-22  ივნისის  მიტინგის დროს საქართველოს პარლამენტთან თბილისში. ამ დაპატიმრებით ზოგიერთმა ამერიკელმა კონგრესმენებმა თითების ქნევით დაინახეს დემოკრატიის საფრთხე საქართველოში, თუმცა ჩვენი ამერიკელი პარტნიორები იყვენენ ისე მომჭირნე თავინათი დიპლომატიური სიბრძნით რომ გამოენახათ ერთი სიტყვა მაშინაც კი როდესაც წამებას და გაუპატირებას ჰქონდა სისტემური ხასიათი საქრთველოს  წინა ხელისფლების დროს, ეს მაშინ როცა ყველა დანაშაულებრივი ბარლდებები იყო დოკუმენტირებული და ვიდეოფირზე ჩაწერილი?! ან იქნებ მათი პროტესტს ბატონ მელიას დაკავებასთან მიმართებაში ქონდა ლიმიტირებული ხარისხი, რომლის დემონსტრირება მან მოახდინა კანონის დაუმორჩილებლობასთან მიმართებაში, იმის შემდეგ რაც ოთხი დაიღუპა კაპიტოლიუმის შტურმის დროს და მრავლი მხარდაჭერი იქნა დაპატიმრებული? ამის შედაგად, ყველა შემთხვევაში, მელიას და მისი მიმდევრების პოპულარობა საგრძნობლლად გაიზარდა მსოფლიო მაშტაბით.

მე მესმის რომ ბატონ მელიას დაპატიმრება შეიძლება იყო განსაზღვრული როგორც მეტისმეტად მკაცრი ზომა და მისი ქეისი საკამათოც კი, მიუხედავად ამისა, არცერთმა უცხოელმა დიპლომატმა ამერიკელი კონგრესმენების ჩათვლით არ  გამოხატა საჯაროდ მიმრთვა ოპოზიციური პარტიებისთვის რომ სასამრთლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს პირევლ რიგში კანომდებლობის საპატივცემულოთ, როგორც საფუძველი შემდეგი ქმედებების განსახორცილებლად. ნაცვლად ამისა; თავიანთი “დემოკრატიული”ტონით ცეცხლას  ნავთი დაასხეს და ბიძგი მისცეს უფრო მეტ  საპროტესტო  გამოსვლებს და დესტაბილიზაციას. ძაან  ძნელია იმის გაგება თუ როგორ უნდა დავამკვიდაროთ ჩვენ სულიერი ღირსებები დემოკრატიიის მეშვეობით ასეთი ორმაგი სტანდარტების წინაშე კანონის დაუმორჩილებასთან მიმართებში. აქედან გამომდინარე, ალბათ ბატონ მელიას მისია უფრო მეტად მაღლა მილივლივებს რომ ან გახდეს თავის პარტიის “ლენინი” ახალი რევოლუციისთვის, ან თანამედროვე “სპარტაკი” ვისი დაუმორჩილებლობაც ანთავისუფლებს თავის მიმდევრებს მონობისგან, უცხოელი დიპლლომატების მხურვალე აპლოდისმენტებით?! მე არცერთ გმირზე არ დავდებდი  ჩემ  ფსონს  რომ  რომელიმე მათაგანს  აქვს რამე  შანსი წარმატებისთვის ასეთი პოლიტიკური ლაქლაქის ხელშეწყობით, მაგრამ პოლიტიკური დესტაბილიზაცია დაინფიცირებული დეგრადირებული ვირუსით არის გარანტირებული!

მეორე მხრივ,  თუ საქართველოს ხელისუფლება თავის მანიპულაციებით და უუნარობით დემოკრატიის გზაზე არ არის სანდო – რადგან არ არსებობს კვამლი ცეცხლის გარეშე – და ეს კვამლი დემოკრატიისთვის ნამდვილად   იწვის საქართველოს ხელისუფლებაში და მისი პოლიტიკა სუსტდება როგორც გამოფიტული ბაქტერია, მაშინ, დემოკრატიის და მის სულიერი ფასეულობის ინტერესებიდან გამომდინარე  ამერიკელ  კონგრესმენების და სხვა  უცხოელ წარმომადგენლების  მოვალეობაა  საქართველოს ხელისუფლებაზე მეტი ძალისხმევით დაწოლა დემოკრატიის ორმაგი თამაშის და მღვრიე წყალში თევზის დაჭერის გარეშე! რადგან  მანძილი თვალთმაქცობასა და ღალატს შორის  ნამდვილად მცირეა და ეს იმ დროს როცაროცა პოლიტიკური კრიზისი საქართველოს კარს უკაკუნებს. ხოლო დიპლომატიის მიღმა, როდესაც თქვენ ცდილობთ პაიკი შეწიროთ თქვენ სახელმწიფო ინტერესებს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ბოლოს იმ პაიკმა  შეიძლება  დაამტკიცოს თავისი აღმატებულობა თქვენს უფლებამოსილებასა და ცოდნაზე,  რის  პასუხადაც ისე მოგეპყრობათ თქვენ როგორც უბრალო პაიკს! რაც შეეხება პოლიტიკურ ფილოსოფიას მის სულიერ და სიბრძნის ნაწილში, მე გირჩევდით:

“ვირის მართველი ის როდი ითვლება ვინც ვირზე ზის, არამედ ის,
ვინც ვირზე შემჯდარს მართავს!” (შიოლაშვილი, ღვთაებრივი სიბრძნის  პრელუდია აფორიზმის ხელოვნებაში. გვ. 64)

“გამარჯვება არ ძევს ზეიმში, გამარჯვება – სილამაზეშია.” (შიოლაშვილი, ღვთაებრივი სიბრძნის  პრელუდია აფორიზმის ხელოვნებაში. გვ. 86)

ბმული: https://www.prospectmagazine.co.uk/sponsored/when-a-pawn-is-not-only-a-pawn

 

 

 

იტვირთბა....