aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაღაროში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში, ავღანეთს საზღვართან ახლოს,  ნახშირის საბადოში მეთანის აირის აფეთქებით ექვსი მეშახტე დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეშახტეები 300 მეტრის სიღრმეზე იყვნენ ჩასულები, როცა მაღაროში აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ მაღაროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

პაკისტანში, უსაფრთხოების დაბალი სტანდარტების გამო, ბოლო წლებში აფეთქებები ხშირად ხდება, რის გამოც მსხვერპლი დიდია.

 

იტვირთბა....