ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოიხსნება თუ არა კომენდანტი 21 მარტს – რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, 21 მარტს ერთი ღამით, კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ.

ეთნიკური აზერბაიჯანელების განცხადებით, დღესასწაულის ძირითადი რიტუალები ღამით ტარდება , შესაბამისად გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა აუცილებელია.

განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეტანილია და მას ხელს 10-მდე ორგანიზაცია აწერს.

ჯერჯერობით ამ საკითხზე ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად უცნობია რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ცნობისთვის, გადაადგილების შეზღუდვა ხელისუფლებამ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს და შობის ღამეს, 7 იანვარს ერთი ღამით მოხსნა.

იტვირთბა....