ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რა გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით – ლევან დავითაშვილის განცხადება

“გადაწყდა „ნამახვანჰესის” პროექტის შესწავლაში დამატებით იმ ქართველი ექსპერტებისა თუ სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართვა, რომლებიც მოსახლეობის ნდობით სარგებლობენ”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, როგორც პარლამენტში, როგორც სხვადასხვა შეხვედრისას აღინიშნა, ჩვენ მივყვებოდით კანონმდებლობას და ვხელმძღვანელობდით მაქსიმალური პასუხისმგებლობით, თუმცა იმის გამო, რომ იყოს მეტი ნდობა და მოსახლეობის ჩართულობა იყოს მეტი, დაისვა კითხვები და გვესმის, რომ პროექტი არის საკმაოდ სპეციფიკური, განსაკუთრებული მასშტაბის, საკმაოდ დიდი პროექტია და აქედან გამომდინარე, შეიძლება, ჩვენი მიდგომები იყოს შედარებით არაორდინალური. ამ შემთხვევაში არის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს დამატებით ქართველი ექსპერტების, ქართული საექსპერტო კომპანიებისა თუ სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართულობას, იმ ექსპერტების მონაწილეობას, რომლებიც ასევე დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან, რადგან სარგებლობენ მოსახლეობის მხრიდან ნდობით და ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის მხრიდან ნდობა არის უპირველესი და ძალიან მნიშვნელოვანი.

პროცესს მივესალმებით, რადგან მოხდეს გარკვეული შეფასებების, შესწავლის, კვლევების დამატებით შეფასება სამუშაო პროცესში და რაც ყველაზე მგრძნობიარე საკითხები იყო, რომლებიც უკავშირდებოდა ხეობაში უსაფრთხოების მიმართულებებს, ეს იყო ძირითადად კაშხალი და წყალსაცავი, ძირითადი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ესეც მოსახლეობის ინტერესებშია პირველ რიგში, როგორც ჩვენ გვესმის. ეს საკითხები გვესმოდა შეხვედრებზე და ამ მშენებლობის პროცესი გადაიწევს, ვიდრე არ მოახერხებენ ქართველი ექსპერტები, ანუ ის გუნდი, რომელიც პროცესში ჩაერთვება, დამატებითი ვალიდაციის”, – განაცხადა დავითაშვილმა.

იტვირთბა....