ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ჯერჯერობით, ბევრი სამუშაო მაქვს” – ფედერერმა ბასილაშვილთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა დოჰას ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე ადრეც განვაცხადე, რომ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვარ. მე ამას ვგრძნობ და ვხედავ. ჯერჯერობით, ბევრი სამუშაო მაქვს, ეს იყო ერთ-ერთი საფეხური მიზნის მისაღწევად. საერთო ჯამში, მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით”, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები ჟურნალისტ ჯორჯ ბელშოუს.

ცნობისათვის, 39 წლის ლეგენდამ ამ ტურნირამდე ბოლო შეხვედრა 2020 წლის იანვარში ჩაატარა. შესვენების პერიოდში კი მუხლზე ოპერაცია ორჯერ გადაიტანა.

იტვირთბა....