თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს მოლაპარაკება, მხოლოდ მოლაპარაკებისათვის არუნდა დარჩეს და შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს დიალოგისთვის და კომპრომისებიც არის შეთავაზებული.
„ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოლაპარაკებები, დიალოგი, საუბარი ნორმალურად, როგორც ეს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება – მმართველი პარტია და ოპოზიცია ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მმართველმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა მზაობა იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმებები მოხდეს. ეს ყველაფერი მისასალმებელია, მე ძალიან მომწონს. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არის, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები“ და ამაზე საჯაროდაც გვისაუბრია“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი წუხელ ეწვია საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად,