ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვაჟმა დედის მკვლელობა ორლულიანი თოფით სცადა – შემთხვევა სენაკში

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქალაქ სენაკში 29 იანვარს ვაჟმა ორლულიანი თოფიდან ახლო გასროლით დედის მკვლელობა სცადა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს. უწყების ცნობითვე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაჭრილ დედას სიცოცხლე შეუნარჩუნდა, მას ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული.

“ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109 მუხლის მე-2 ნაწილის “დ1” და “ვ” ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

სავარაუდო დამნაშავეს სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

იტვირთბა....