“ზოგადად, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე ევროკავშირის გარე ქვეყნებისთვის. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან, სიმართლე რომ ვთქვა, ამ საკითხს სიღრმისეულად არ გავცნობივარ.
მინდა დავამატო, რომ, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში.”
კრისტიან დანიელსონი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებებში.
განაცხადა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.
ცნობისათვის, სასამართლომ პროკურატურას “ტვ პირველიდან” მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა და გამოაქვეყნა. თუმცა პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.