ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტელევიზიით თუ გადის ჩოგბრურთი, თუნდაც ბასილაშვილი თამაშობდეს, მაინც ვუყურებ” – ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა, რომ ჩოგბურთის ყურება ძალიან უყვარს. მისი თქმით, როდესაც დრო აქვს და ტელევიზიით ჩოგბურთის თამაში გადის ყოველთვის უყურებს, მნიშვნელობა არ აქვს ბასილაშვილი თამაშობს თუ არა. ამის შესახებ მან ტელეკომოპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა.

„ჩოგბურთი, როგორც სპორტი ძალიან მიყვარს. ზოგაგდად, ტელევიზორისთვის ნაკლები დრო მრჩება. მაგრამ თუ გადის ჩოგბურთის თამაში და თუნდაც ნიკოლოზ ბასილაშვილი თამაშობდეს არ ვრთავ. როგორც მაყურებელი სულ ვუყურებ“, – თქვა დოროყაშვილმა.

ცნობისათვის, 11 მარტს ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, შვეიცარიელი ლეგენდარული ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა შვეიცარიელს სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოუგო.

იტვირთბა....