“გიული ალასანია თუ დადიოდა ღარიბაშვილთან 2010-ში თუ 11-ში, სანდრა თუ დადიოდა,ნიკა რურუა და მთელი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ახლა მოგვახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2011 წლამდე მათი პარტნიორი გამოდის სააკაშვილიც და მისი ხელისუფლებაც და დღეს ჩვენ გვეძახიან ნაციონალებს. ღმერთო, შენ უშველე ამ ქვეყანას.”
ინგა გრიგოლია – ტელეწამყვანი.
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა და გამოაქვეყნა. თუმცა პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, რაღაც კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.