ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხელვაჩაურის ტყეში უცხოელების ცხედრები იპოვეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით, ტყეში, ოთხი უცხოელის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინდოელი მამაკაცების ცხედრები მარადიდელმა მონადირეებმა ნახეს.

ვარაუდობენ, რომ ისინი საზღვრის გვერდის ავლით თურქეთში გადასვლას აპირებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....