ახალ მიკროავტობუსებში პენსიონერები და სტუდენტები 20 თეთრად იმგზავრებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.
“მხოლოდ ავტობუსზე და მეტროზე ვრცელდებოდა, რეფორმის ფარგლებში, ამას დაემატება ლურჯი მიკროავტობუსებიც. ასევე, ყველა ის შეღავათი რომელიც არსებობდა და რომლითაც სარგებლობდნენ მომხმარებლები, შესაძლებელი იქნება, გამოიყენონ მიკროავტობუსებშიც.
რა თქმა უნდა, ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუსუბსიდირებთ მგზავრობას,”- განაცხადა წილოსანმა. ინფორმაციისთვის, პირველი აპრილიდან ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური იცვლება და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი გახდება”, – ამის შესახებ ვიქტორ წილოსანმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.