ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

17 წლის ბიჭმა საკუთარი მამა მოკლა – რა დეტალები ხდება ცნობილი

18 წლის იტალიელი ალექს პომპა, 52 წლის მამის, ჯუზეპე პომპას მკვლელობაშია ბრადლებული. შემთხვევა იტალიაში, კოლენოში მოხდა. ალექსის თქმით, ის ცდილობდა დედა როგორღაც მოძალადე მამისგან დაეცვა.

პოლიციის განცხადებით, 52 წლის ჯუზეპე პომპა ოჯახზე წლების განმავლობაში ძალადობდა. ალექსი მკვლელობის დროს 17 წლის იყო.  ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Mirror” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალექსის მამა ძალიან ეჭვიანი იყო და ცოლს ყოველ წუთს ურეკავდა, რათა მისი ყოველი ნაბიჯი სცოდნოდა.

ალექსის თქმით, იმ საღამოს ჯუზეპე ძალიან გაღიზიანებული იყო და ირწმუნებოდა, რომ მის ცოლს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მხარზე ხელი დაადო. ჯუზეპემ ცოლს ჯერ სახეში ტელეფონი ესროლა, შემდეგ კი მის საცემად გაემართა.

ბიჭმა კი სამზარეულოდან დანა აიღო და მამას მრავალჯერადი ჭრილობები მიაყენა. შემდეგ პოლიციაში დარეკა და მომხდარის შესახებ ყველაფერს მოჰყვა.

18 წლის ალექს პომპას 20 წლამდე ციხე ემუქრება.

იტვირთბა....