საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება.
როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება.
“კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს.
ყველა სხვა ასპექტი (მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება) დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ ივანე მერაბიშვილს სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა და არ არსებობდა ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის რაიმე საფუძველი.
2021 წლის მარტის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, უზრუნველყოს საგამოძიებო ღონისძიებების ამომწურავად ჩატარება და სარწმუნო დასკვნების მიღება.
კომიტეტის მიერ მოწონებულ იქნა ქართული მხარის ინიციატივა გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე, რაზეც კონსულტაციები გაიმართება მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან.კომიტეტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს და 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს დაეფუძნოს რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია. მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში”, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.